ციტატელი-API არის ღია პლატფორმა სადაც შეგიძლიათ დაამატოთ გამოჩენილი და ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწეების, მწერლების, მეცნიერების, მხატრვრების და ა.შ გამონათქვამები და ციტატები. ასევე, ამავე პლატფორმის საშუალებით შეგიძლიათ ისარგებლოთ ღია API-ით შემდეგი ენდფოინთიდან: tsitatelli-api-endpoint
ციტატის დამატება კი შეგიძლიათ შემდეგი ბმულიდან: tsitatelli-form-for-api - საჭიროა გქონდეთ შესაბამისი ფერმიშენი.
გაითვალისწინეთ რომ არასწორი ინფორმაციის გადამოწმება მოხდება ადმინების მიერ და ცრუ ან ყალბი ინფორმაციის შემთხვევაში თქვენი დამატებული ციტატა წაიშლება.
თუ უკვე დამატებულია არის თქვენს მიერ შემოთავაზებული ციტატა ჩვენს პლატფორმაზე, ის აღარ დაემატება.
ამ პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს და განავითაროს ქართული კულტულური ცნობიერების ამაღლებას და სახელმწიფოებრივ აზროვნებას ქართულ საზოგადოებაში. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ შეიტანოთ თქვენი კონტრიბუცია API-ის მხარეს და დაამატოთ ციტატები.
ამ API-ის შექმნის იდეა წამოვიდა ჩემი მეგობრის შემდეგი პროექტიდან: რეპო , ვებსაიტი; იდეაში ეს API შეიქმნა ზუსტად აღნიშნული პროექტისთვის, თუმცა ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია გამოიყენოს.